x
image
worldsport.ge
უეფამ "ლეგია" 80 000 ევროთი დააჯარიმა

imageევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია უეფამ, პოლონური კლუბი "ლეგია", ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩის დრო სტადიონზე გამოფენილი შეურაცმყოფელი ბანერის გამო 80 000 ევროთი დააჯარიმა.
პოლონელმა გულშემატკივრებმა, “აქტობესთან” ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩის დრო, ტრიბუნაზე დიდი ბანერი გადმოშალეს, სადაც უეფა ღორს შეადარეს და მინაწერიც გაუკეთეს: "ფეხბურთს მნიშვნელობა არ აქვს, ფულს - აქვს".
მოგეხსენებათ, უეფამ "ლეგიას" ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გლაზგოს "სელტიკთან" ორივე მატჩის მოგების (4:1, 2:0) მიუხედავად, ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, რადგან დისკვალიფიცირებული მცველი, ბარტოშ ბერეშინსკი ათამაშეს.
უეფამ პოლონელები დააქვეითა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მისცა. შესაბამისად, გულშემატკივრებმა პროტესტს მიმართეს და კლუბი ამის გამო დაისაჯა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0