x
image
worldsport.ge
ეტო’ო-ს იტალიაში დაბრუნება უნდა

imageკამერუნის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფორვარდს სამუელ ეტო’ო-ს, რომელმაც 2009-2011 წლებში მილანის “ინტერში” ორი სეზონი გაატარა, იტალიაში დაბრუნება უნდა.
Sky Sport Italia-ს ცნობით, “ევერტონის” 33 წლის ფეხბურთელს, რომლის ოჯახიც მილანში ცხოვრობს, ამის ძალიან კარგი შანსი აქვს, რადგან მისით “სამპდორიაა” დაინტერესებული. სამუელმა გენუელებს თანხმობა უკვე მისცა და ახლა კონტრაქტის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
პარალელურად, ეტო’ო-ს აგენტი ინგლისში ჩავიდა და ლივერპულელებს “სამპდორიას” ახალი სატრანსფერო წინადადება ჩაუტანა. თუ შეთანხმება შედგა, კამერუნელმა 2+1 კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 2 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება.




ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0