x
image
worldsport.ge
ელჯერო ელია “საუთჰემპტონში” ითამაშებს

image“ვერდერის” საკუთრებაში მყოფი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ელჯერო ელია განათხოვრების წესით რონალდ კუმანის “საუთჰემპტონში” ითამაშებს. ელიას შესახებ ცნობა ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა:
“საუთჰემპტონი მოხარულია, რომ ელჯერო ელიასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ჰოლანდიელ ფეხბურთელს ოფიციალურად “საუთჰემპტონის” მაისურით თამაში 27 დეკემბრიდან შეეძლება და შეთანხმების თანახმად, სეზონის ბოლომდე ჩვენი გუნდის წევრი იქნება.”
ელიას წარდგენა სწორედ ხსენებულ დღეს, 27 დეკემბერსაა დაგეგმილი.
“საუთჰემპტონის” მწვრთნელმა ელიას შესახებ ისაუბრა. კუმანმა მოთამაშის დადებით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.
“ელია შემტევი ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია, როგორც მარჯვენა ფლანგზე, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში. მას ასევე კარგად გამოსდის სისწრაფის ხარჯზე ერთი-ერთზე თამაში, რაც ჩვენს სტილს შეესაბამება” – აღნიშნა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.
ელიამ ამ დრომდე კარიერის საუკეთესო ეტაპი “ტვენტეში” გაატარა, როდესაც მიიქცია ევროპული კლუბების ყურადღება. “ვერდერში” გადასვლამდე თამაშობდა “ჰამბურგსა” და “იუვენტუსში, ” თუმცა ჩვეული ფორმის დაბრუნება ვერ მოახერხა.


დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0