სხვა ყველაზე საყვარელი დედები და შვილები 2014, 15 აგვისტო, 21:59 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ფოტოების ნაკრებს, რომლებზეც ყველაზე საყვარელი დედა-შვილი ცხოველები არიან აღბეჭდილნი. ფოტოები ერთ-ერთმა ბლოგერმა შეაგროვა და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ფოტოებზე ერთი შეხედვით ყველასათვს ნაცნობი ცხოველები არიან წარმოდგენილნი, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი მათგანი გადაშენების პირას არის მისული. გაგიკვირდებათ და ერთ-ერთი მაგალითია ჟირაფი, რომლის რაოდენობაც ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში. ამ მართლაც და ყველაზე უწყინარი ცხოველის ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს კი სხვადასხვა ნაკეთობისათვის. ადამიანი დღემდე ვერ გადაეჩვია საკუთარი გარეგნული სილამაზის ხარჯზე ცხოველებისა და სხვა ცოცხალი არსებების განადგურებას, რაც ნამდვილად აზიანებს ბუნებას. გადაშენების პირას იმყოფებიან ყველასათვის საყვარელი პანდა, იგივე ბამბუკის დათვი და ასევე, კოალა. დღეს სოციალურ ქსელებში ხშირად აზიარებენ პანდის ფოტოებს და ვიდეოებს, თუმცა ცოტა თუ ფიქრობს და მითუმეტეს ზრუნავს მათი გადარჩენისათვის პირობების შექმნაზე. ის მსოფლიოს იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება და მათი რაოდენობა ძალიან მცირდება. არადა ნამდვილად საოცარი სანახავია უსაყვარლესი დედა-შვილი: ახალშობილი პანდა ბრმაა, უბეწვო და იწონის 150 გრამზე ნაკლებს. დედა-პანდას პატარა სულ ხელი ჰყავს და გაუჩერებლივ არწევს მას. 414 4-ს მოსწონს
|