x
image
worldsport.ge
რობინიო “სანტოსს” უახლოვდება

image“სანტოსმა” და “მილანმა” რობინიოს ტრანსფერი შეათანხმეს. აღნიშნულ ინფორმაციას Lancenet ავრცელებს.
30 წლის ბრაზილიელი რომ “მილანის” დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაცნობათ. თავდაპირველად, მისი შეძენით “ორლანდო სიტი”, “ფლამენგო” და “ოლიმპიაკოსი” ინტერესდებოდნენ, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და სავარაუდოდ, რობინიო “სანტოსს” დაუბრუნდება.
“მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და პროგრესი აშკარაა. დიდია იმის ალბათობა, რომ რობინიო “სანტოსში” დაბრუნდება”, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა მარისა რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერა რობინიომ სწორედ “სანტოსში” დაიწყო და 2005 წელს მადრიდის “რეალში” გადავიდა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0