x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: პეტკოვიჩი შვეიცარიას გაწვრთნის

imageშვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2014 წლის ივლისიდან ეროვნულ გუნდს ამჟამად რომის “ლაციოში” მომუშავე ვლადიმირ პეტკოვიჩი გაწვრთნის.
პეტკოვიჩი შვეიცარიის ნაკრების დამრიგებელი 2015 წლის ბოლომდე იქნება, ხოლო თუ გუნდმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, თანამშრომლობა ამ ტურნირის ბოლომდე ავტომატურად გაგრძელდება.
პეტკოვიჩი, ჯერჯერობით, “ლაციოს” მთავარ მწვრთნელად რჩება, თუმცა ეს მას შვეიცარიის ნაკრებში მუშაობაში ხელს არ შეუშლის, რადგან რომაელებთან არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხორვატ სპეციალისტს იტალიური გუნდიდან უახლოეს მომავალში დაითხოვენ. ამის მიზეზი გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგებია.
ვლადიმირ პეტკოვიჩი, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოსტზე, ოტმარ ჰიტცფელს შეცვლის, რომელსაც ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი 2014 წლის ივლისამდე აკავშირებს.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0