x
image
worldsport.ge
ბლაშჩიკოვსკი ისევ დაშავდა

imageიაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ ისევ ტრავმა მიიღო. მას გასული სეზონის უმეტესი ნაწილი გაუცდა მუხლის დაზიანების გამო, გამოვიდა და ამჯერად კუნთის პრობლემა აქვს. ექიმების ვარაუდით, პოლონეთის ნაკრების კაპიტანი ექვსი კვირა ვერ შესძლებს მინდორზე გასვლას, თუმცა ეს დაჩქარებული პროცესის მიხედვით. ზოგადად კი, უფრო პესიმისტურ ვარიანტში, ბლაშჩიკოვსკი ორი თვე ვერ ითამაშებს.
"დორტმუნდი" მართლაც უჩვეულოდ უიღბლო კლუბია – ბოლო ერთი წელია, გუნდს სისტემატურად აკლდება წამყვანი ფეხბურთელები ტრავმის გამო. როგორც იცით, მარკო როისიც დაშავებულია და ერთი თვე გაუცდება.
და რაც ჩვენთვის საინტრესოა, არის ალბათობა, რომ ბლაშჩიკოვსკიმ საქართველო-პოლონეთის მატჩი გამოტოვოს. ეს ევროშესარჩევი შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება თბილისში.


ილია კახელიშვილი
www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0