x
image
worldsport.ge
გლენ ჯონსონი: “ლივერპულს” ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია”

imageინგლისური “ლივერპულის” მარჯვენა მცველი გლენ ჯონსონი უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მერსისაიდელებმა მას 2015 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზეს.
“ლივერპულში” 5 წელი გავატარე. რა თქმა უნდა, დარჩენა მინდა, მაგრამ კლუბს ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებია.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, კლუბის წარმომადგენლები ჩემზე იმედებს ამყარებენ თუ არა. ისღა დამრჩენია, კონტრაქტი ვადის ამოწურვამდე შევასრულო.” – ციტირებს ჯონსონის სიტყვებს ESPN.
გლენ ჯონსონი “ლივერპულში” 2009 წლიდან თამაშობს. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 28 მატჩიდან, მან 19-ში ითამაშა. 29 წლის ფეხბურთელი ყველა მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0