x
image
worldsport.ge
დელ ბოსკე: “არ ვიცოდი, რომ ეს ვილიასთვის ნაკრებში ბოლო თამაში იყო”

imageესპანეთის
საფეხბურთო ნაკრების დამრიგებლის, ვისენტე დელ ბოსკეს თქმით, მან არ
იცოდა, თუ ავსტრალიასთან გამართული შეხვედრა დავიდ ვილიასთვის ბოლო
სანაკრებო თამაში იყო.
ვილიამ, ავსტრალიასთან მატჩში, თავი ლამაზი გოლით
გამოიჩინა, 84-ე წუთზე კი დელ ბოსკემ ის შეცვალა. 32 წლის ფეხბურთელმა
სათადარიგოთა შორის უკმაყოფილომ გადაინაცვლა. ამის მიზეზი ისაა, რომ
ასტურიელი ნაკრებში თავის ბოლო მატჩს ატარებდა.
“ეჭვი არ მეპარება, რომ
ვილია შეცვლამ ძალიან გააბრაზა. როგორც ის ამბობს, ეროვნულ გუნდში ბოლო
თამაშს ატარებდა, მაგრამ მე ამის შესახებ არ ვიცოდი. მისი იმედგაცრუების
მესმის. თუმცა, თამაში მოგებით უნდა დაგვესრულებინა და ამისთვის საჭირო
გადაწყვეტილება მივიღე.” – განაცხადა ნამატჩევს დელ ბოსკემ.




მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0