საზოგადოება 18 წლის გოგონა საკუთარმა ოჯახმა ტომარაში ჩატენა და არხში გადააგდო. რა დააშავა მან 2014, 7 ივნისი, 0:00
საბა მაკსუდს(ავღნიშნავ, რომ საბა პაკისტანში ქალის სახელია) თავს დაესხნენ. თავდამსხმელები კი მისი საკუთარი ოჯახის წევრები არიან - მამა, ძმა, ბიძა და მამიდა. მათ ეს არ აკმარეს და არხში გადააგდეს - გვიყვება პენჯაბის პროვინციის ჰაფიზაბადის პოლიციის პრეს-მდივანი ალი აკბარი. ბევრი კონსერვატული პაკისტანური ოჯახი თვლის, რომ ქალისთვის სირცხვილია შეგიყვარდეს ვინმე და ცოლად გაჰყვე. როცა გოგონა ასეთი ოჯახიდან მიჰყვება ვინმეს ცოლად, მისი პატრონი ნამუსის აღსადგენად ხშირად კლავს შვილს. გასულ თვეში ქალაქის ცენტრში ასეთივე შემთხვევისას მოკლეს გოგონა. ეს ფაქტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. ბევრი ასეთი შემთხვევის დარეგისტირება არ ხდება. 2013 წელს 869 ასეთი შემთხვევაა დარეგისტრირებული. გოგონა გადარჩა და საჩივარი შეიტანა დამნაშავეების წინააღმდეგ, მაგრამ მათი დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან ყველა სადღაც გაიპარა. 2102 6-ს მოსწონს 1-ს არა
|