საზოგადოება 31 წლის ვაჟმა დედას გასაცნობად 91 წლის სატრფო მოუყვანა 2014, 5 ივნისი, 19:39 ![]() ![]() ![]() ![]() ქალს ექვსი შვილი ჰყავს და 37 წლის გაცილებული იყო ქმართან. ის დასთანხმდა პაემანზე. ქალი ამბობს, რომ კაილზე ეჭვიანობს, როცა სხვა ქალებთან მიდის, მაგრამ ისევ ბრუნდება და ეუბნება, რომ ის ყველა ქალს სჯობია. მარჯორი ცდილობს სექსუალურად ჩაიცვას და გაიხალისოს ცხოვრება. სახლში სულ კაცები ჰყავს, მაგრამ თვლის, რომ რასაც აკეთებს ეს მხოლოდ მისი საქმეა. ვაჟების ასაკი 71, 63, 61, 52 და 50-ია. როცა ქუჩაში ხვდებიან, ბევრს მისი შვილი ან შვილიშვილი ჰგონია. მას კაილზე უფროსი შვილიშვილებიც ჰყავს. პლასტიკური ქირურგიის მომხრე არაა, მას მოსწონს თავისი ნაოჭები და ჭაღარა. ბევრი ადამიანი არ უწონებს მარჯორის კაილთან ურთიერთობას, მაგრამ ის ამბობს, რომ თავისი ასაკის შესაფერისი კაცები უკვე დიდი ხანია დაიხოცნენ. კაილის დედა შვილის საქციელს თავიდან გატაცებად თვლიდა და ფიქრობდა, რომ გაუვლიდა, მაგრამ გავიდა წლები და კაილს გატაცებებმა არ გაუარა. დედაც შეეგუა მის ასეთ ცხოვრებას. სურათზე კაილი დედასთან და მარჯორისთანაა გადაღებული. ![]() ![]() 743 9-ს მოსწონს 2-ს არა
|