x
image
t.x.
ირინა ბაირამაშვილი გათხოვდა, ვინ არის მისი რჩეული და სად გაატარებს წყვილი თაფლობის თვეს
imageრამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე ასახული სურათებით თუ ვიმსჯელებთ ირინა ნამდვილად გათხოვდა. სურათები თიკა ჯამბურიამ გამოაქვეყნა, რომელიც ირინას მეჯვარე იყო. რომ არა სურათები, თიკას ალბათ აღარ დაეჯერებოდა, რადგან ადრე უკვე მოიტყუა ამის თაობაზე.

ამჯერად კი თიკა არ ტყუის და ირინას რჩეული საფრანგეთში მცხოვრები პროფესიით სტომატოლოგი მიკუნა ღაღაშვილია. ის სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა ირინასთვის მთლად უცხოც არ ყოფილა. მათი ბებიები იცნობდნენ ერთმანეთს.

ირინას თქმით მიკუნა ძალიან რომანტკული ადამიანია. გაცნობიდანვე კარგად განეწყვნენ ერთმანეთის მიმართ და სულ რამდენიმე დღეში სიყვარულიც აუხსნა. არც ირინა ყოფილა წინააღმდეგი.image

მიკუნა მართალია თბილისშია დაბადებული, მაგრამ წარმოშობით კახელია, რაც ირინას ძალიან ახარებს და აცხადებს, რომ "კახელს მიეკედლა".


ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად საფრანგეთში მიდიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ იქ დარჩენას არ გეგმავენ. ირინას თქმით მიკუნა თავისი ქვეყნის პატრიოტია და შვილების გაზრდა საქართველოში სურს.

მათ ჯვარი სიღნაღში დაიწერეს.

ირინას გათხოვების შესახებ ჭორი ზაფხულშიც გავრცელდა, როცა ის ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იხილეს ხოლმე. ირინამ მაშინ განაცხადა, რომ გათხოვების შესახებ მისმა მეგობარმა მოიტყუა. ვაჟი კი ვისთან ერთადაც შენიშნეს, მისი მეგობარი თემო ჟღენტი იყო, თანაც ეცინებოდა, ის ხომ მთელი ექვსი წლით პატარააო.





0
274
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0