x
image
worldsport.ge
აგირე “ესპანიოლიდან” მიდის

image“ესპანიოლის” მთავარი მწვრთნელი ხავიერ აგირე გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ ესპანური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ეს საკითხი, პარასკევ დილას აგირესა და კლუბის სპორტულ დირექტორ ოსკარ პერარნაუს საუბრის შემდეგ გადაწყდა. ცოტა ხნის წინ, ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ.
“ესპანიოლის” თავკაცის პოსტზე აგირე ბოლო მატჩს კვირას მადრიდის “რეალთან” ჩაატარებს. 55 წლის მექსიკელი სპეციალისტი კატალონიურ კლუბში 2012 წლიდან მუშაობდა.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0