სხვა ყველაზე კრეატიული,ხელნაკეთი ჭაღები 2014, 11 მაისი, 23:49 ერთ-ერთმა ამერიკულმა პორტალმა, კრეატიული, ხელნაკეთი, დეკორატიული ჭაღები და მათი გაკეთების ხერხები გამოაქვეყნა. სტატია ხელოვანი ხალხისთვის ძალიან პოპულარული აღმოჩნდა და ძველი, გამოუსადეგარი ნივთებით უკვე ბევრმა სცადა საკუთარი ხელით დეკორატიული ჭაღების შექმნა. გთავაზობთ, რამდენიმე ჭაღს და ფოტოებს, სადაც მათი აწყობისა და შექმნის ხერხებია ასახული. ერთი შეხედვითაც მიხვდებით, რომ ეს ჭაღი შექმნილია უბრალო, პლასტმასის კოვზებით. დიზაინის სტუდიამ Hilden & Diaz შეიმუშავა ჭაღის არასტანდარტული დიზაინი, რომელიც საღამოობით სულ სხვა სამყაროში გადაგიყვანთ. “შუქი ისე ეცემა ტოტებს, რომ ჩრდილებით ზღაპრული სამყარო იქმნება. ეს ჭაღი თავს შუა ტყეში, კოცონთან გაგრძნობინებთ”, – ასე აღწერეს Hilden & Diaz-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ინსტალაცია. მართლაც, ჩრდილის 360-გრადუსიანი ფორმირების წყალობით, ოთახის ოთხივე კედელზე, ჭერსა და იატაკზეც კი ჯუნგლის იმიტაცია იქმნება. კომპანიის დამფუძნებლებმა და დიზაინერებმა თირა ჰილდენმა და ფიო დიაზმა ჭაღს, რომელიც ბუჩქის გამხმარი ტოტებისა და ფესვებისაგანაა შექმნილი, Forms of Nature (ბუნების ფორმები) უწოდეს. ეს ჭაღი შექმნილია ღვინის ბოთლებისაგან. ნათურის გარშემო, უბრალოდ თოკებით არის ჩამოკიდებული ცარიელი ბოთლები, რაც სულ სხვანაირ განათებას ქმნის. 1237 5-ს მოსწონს
|