x
image
t.x.
თეონა კონტრიძე: "მე მიყვარს გეები, პანკები, ჰიპები", მაგრამ ქართველები?!
imageთეონა კონტრიძე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი გახლავთ, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული გადაცემის "ორი ვარსკვლავის" ჟიურიში ვიხილეთ. თეონა საქართველოდან დაახლოებით 20 წლის წინ წავიდა. მომღერალს აღიარების სურვილი ამოძრავებდა... მიაღწია კიდეც... ერთი შეხედვით ჩანს, რომ თეონა საკმაოდ მეამბოხე, თავისუფალი და პირდაპირი ადამიანია.

მონაწილეთა მიმართაც არ იშურებს მკაცრ, სუსხიან შეფასებებს, რამაც ბევრი მათგანი გაანაწყენა. ერთ-ერთ ტურში კი მომღერალმა პროტესტის ნიშნად ჟიური დატოვა.

იმასაც ამბობდნენ, რომ თეონა განაწყენებულია და აღარ დაბრუნდებაო, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

თეონა თავის მოსაზრებებს ღიად, დაუფარავად აცხადებს. ზოგს მოსწონს, ზოგს არა. ის მრავალი წელია უცხოეთში ცხოვრობს და ალბათ ქართული ცხოვრების წესი მისთვის უკვე უცხოა.


რამდენიმე დღეა საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ანტიდისკრიმინაციული კანონის თაობაზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ უყვარს გეები, გოტები, ემოები. გთავაზობთ უფრო ზუსტად: "აი იცით როგორი სოციუმი მიყვარს? შავები, გეები, ჩინელები, გოტები, ემოები, ებრაელი რაბინები ფეისებით, ლესბები, ტრანსები, არაბი ქალები ჩადრებში, უბრალო ხალხი, ძალიან მსუქნები, პანკები, ჰიპები... მოკლედ მრავალფეროვანი! რა სამწუხაროა, რომ ჩემ თბილისს ვერ ვიხილავ ასეთად ვერასოდეს... I love u!"

მე კი მინდა ვკითხო, მათ შორის სადაა ქართველები ჩვეულებრივი ტრადიციული ოჯახებით, რომლებმაც უნდა გაამრავლონ ქართველი ხალხი? დარჩათ კი მათ საქართველოში ადგილი?

გთავაზობთ კოპირებას მისი გვერდიდან:


Teona Kontridze 8 საათის წინ, Moscow, Russia-სთან ახლოს Ai icit rogori sociumi miyvars? Shavebi, geebi, chinelebi, gotebi, emoebi, ebraeli rabinebi peisebit, lesbebi, transebi, arabi qalebi chadrebshi, ubralo xalxi, dzalian msuqnebi, cowboebi, pankebi, hipebi.... Mokled mravalperovani! Ra samcuxaroa, rom chem Tbiliss ver vixilav asetad verasodes((((.... NY I love u !

1
345
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
345
  
2014, 3 მაისი, 15:27
Fuck you Teona !
0 1 1