x
image
t.x.
16 წლის გოგონა მშობლებს ემუდარება: "მომეცით დაქორწინების უფლება, მე ხომ არ ვიცი როდის მოვკვდები"

imageგოგონა 16-ის ძლივს იყო, ვაჟი 18-ის, როცა უნივერსიტეტში ჩააბარეს. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად იონა ლინდლიმ და ლორი კესტევენმა დაქორწინება გადაწყვიტეს.image იონას კისტოზური ფიბროზი ჰქონდა. ეს საშინელი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც გუდავს ავადმყოფს და ზოგი მათგანი 30 წელსაც ვერ აღწევს. იონა მშობლებს ემუდარებოდა მიეცათ მისთვის დაქორწინების უფლება. რადგან არ იცოდა რამდენ ხანს იცოცხლებდა და მიეცემოდა თუ არა კიდევ დაქორწინების საშუალება. ლორი იმავეს ემუდარებოდა იონას მშობლებს და ირწმუნებოდა, რომ შეძლებდა გოგონას მოვლას და სწავლის დასრულებას. ახალგაზრდების სასიხარულოდ ნათესავებმა დაძლიეს ეჭვები და თეთრ კაბაში ჩაცმული იონა მიაბიჯებდა ბაბტისტური ეკლესიისკენ, თან ხელში თაიგული ეჭირა, რომელსაც სახეზე იფარებდა, რათა დამსწრე სტუმრებს მისი ბედნიერების ცრემლები არ შეენიშნათ. ქორწილის მერე ბედნიერი წყვილი ერთი კვირით კუნძულ როდოსზე გაემგზავრა საქორწინო მოგზაურობაში.image იონა პირველად წავიდა საზღვარგარეთ მშობლების გარეშე და მოგზაურობა გულდასმით დაგეგმეს, მისთვის ჟანგბადის მარაგიც გაითვალისწინეს. ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. მას მერე თითქმის მთელი წელი გავიდა. (ქორწილი შარშან, 17 მაისს ჰქონდათ). იონა ახლა 17 წლისაა. მისი ჯანმრთელობა კი თანდათან გაუარესდა. მას კიბეზე ასვლისას სუნთქვა უჭირს. იონა დედამისთან ცხოვრობს. რა თქმა უნდა ლორიც მასთანაა.

იონას დედა გვიყვება, რომ მის პატარას საშინელი ცხოვრება ჰქონდა. მისთვის თითქმის არაფერი იყო ნებადართული. ამიტომაც ვერ შეძლო უარი ეთქვა დაქორწინებაზე შვილისთვის.

ახლა ის სისტემატიურად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას და ბევრ წამალს იღებს. მიუხედავად ამისა, სწავლობს ფოტოხელოვნებას და დადის ცეკვის გაკვეთილებზეც. image

1
1979
10-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1979
  
2014, 29 მარტი, 20:11
როგორ მომასწარი ??????:D:D:D:D:D:D:
0 1 1