x
image
პერსეპოლისი
სახალისო / შემეცნებითი კალენდარი – გაიგე რა დღეს ხარ დაბადებული... (ნაწილი პირველი)
image

წელიწადში 12 თვე, 52 კვირა და 365 დღეა. აქედან, მსოფლიოს ისტორიის განმავლობაში არცერთ დღეს არ ჩაუვლია რაიმე ღირსშესანიშნაობის გარეშე. სტატიაში სწორედ იმ ღირსშესანიშნავ თარიღებს გთავაზობთ, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველდღირად აღნიშნავენ.




იანვრის თვე

01 – ახალი წელი. მსოფლიო დღესასწაული.
02 – ბედობა
03 – კვატების საერთაშორისო დღე (2011-დან).
04 – ისააკ ნიუტონის დაბადების დღე.
05 – პარიზში გაიხსნა საოპერო თეატრი - ”გრანდ ოპერა” (1875 წ).
06 – მგლების დღე (ესპანეთი).
07 – იუპიტერის აღმოჩენა (გალილეო გალილეი).
08 – ელვის პრესლის დაბადების დღე.
09 – სრულყოფილების დღე (იაპონია).
10 – მონოთეისტური რელიგიის, ვუდუს დღე (ბენინი).
11 – მსოფლიო დღე “მადლობთ”.
12 – ლომების დღე (კენია).
13 – თავისუფლების დამცველთა დღე (ლიტვა).
14 – „ბითლზის“ საერთაშორისო დღე.
15 – ხეების დარგვის დღე (იორდანია).
16 – ივანე მრისხანეს გამეფების დღე (რუსეთი)

17 – ტუალეტის ჩასარეცხი დაპატენტების დღე (1861).
18 – მუშების დღე.
19 – მამაკაცის პირველი მოკლე საცვლის გამოშვების დღე..
20 – ფედერიკო ფელინის დაბადების დღე.
21 – ჩახუტების საერთაშორისო დღე
22 – ბაბუების(პაპების) დღე (პოლონეთი).
23 – როკ-ჯგუფ «DDT»-ს პირველი დებიუტი როკ-კლუბში (1987).
24 – ესკიმოს ნაყინის დაპატენტების დღე.
25 – სიშიშვლის დღე (ომანი).
26 – მეწაღის საერთაშორისო დღე.
27 – ბანანების დღესასწაული (ვიეტნამი).
28 – ატომური იარაღის საწინააღმდეგო დღე.
29 – ავტომობილის გამოგონების დღე.
30 – დაზარალებულების დახმარების დღე.
31 – არაყის დაბადების დღე. ამ დღეს დაიცვა მენდელევმა დისერტაცია “არაყისა და სპირტის შეერთებაზე”.


თებერვლის თვე

01 – თავისუფლების ნაციონალური დღე (აშშ).
02 – ულვაშების საერთაშორისო დღე (ლაოსი).
03 – გმირების დღე (მოსამბიკი).
04 – შრი-ლანკას დამოუკიდებლობის დღე.
05 – ცხენის ნალის გამოგონების დღე.
06 – ბობ მარლის დღე (იამაიკა).
07 – ღორების დღე.
08 – რუსი მეცნიერების დღე.
09 – სტომატოლოგების დღე.
10 – დიპლომატების დღე.
11 – ავადმყოფების საერთაშორისო დღე.
12 – აეროპორტის დღე (რუსეთი).
13 – ძმები ლუმიერების მიერ სინემატოგრაფის დაპატენტების დღე.
14– წმინდა ვალენტინის დღე – შეყვარებულების დღე.
15 – ინტერნეტ საიტ YOUTUBE-ის ფუნქციონირების დაწყების დღე (2005 წ).
16 – ლიტვის დამოუკიდებლობის დღე.
17 – ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვის დღე.
18 – საგზაო პოლიციის დღე.
19 – ფონოგრაფის დაპატენტების დღე.
20 – დედამიწის ორბიტალზე საერთო სადგურის «მირის» გაშვების დღე.
21 – მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, 2000 წლიდან.
22 – კრიმინალისგან დაზარალებულების დღე.
23 – სახალხო დამცველის დღე.
24 – ლატარიის დღე.პირველი ლატარია გათამაშდა ქალაქ ბრიუგეში (ბელგია) 1446 წელს.
25 – სულელების დღე.
26 – პირველი „ფოლკსვაგენის“ გამოშვების დღე.
27 – ოჯახის დღე.
28 – დრაკონის დღესასწაული (ჩინეთი).




მარტის თვე

01 – თავდაცვის დღე.
02 – გამოჩნდა პირველი CD დისკები (1983).
03 – მწერლების დღე. დედის დღე.
04 – მიკროფონის დაბადების დღე.
05 – სტეპლერის დაბადების დღე. დაპატენტდა ინგლისში (1860)
06 – ასპირინის, როგორც სავაჭრო მარკის დაბადების დღე (1899 წ).
07 – მასწავლებლები დღე (ალბანეთი).
08 – ქალების საერთაშორისო დღე.
09 – თოჯინა „ბარბის“ წარმოებაში გამოსვლის დღე (1959 წ).
10 – არქივების დღე (რუსეთი).
11 – ჩექმის დაბადების დღე
12 – ანიმატორების დღე.
13 – თანამეგობრობის დღე (დიდი ბრიტანეთი).
14 – π რიცხვის საერთაშორისო დღე
15 – მომხმარებლების დაცვის დღე.
16 – ცოდნის დღე (რუსეთი).
17 – რეზინის ლენტის გამოგონების დღე (1845 წ).
18 – კრიმინალური პოლიციის დღე.
19 – მამის დღე (ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია).
20 – ფარდობითობის თეორიის გამოქვეყნების დღე (1916 წ).
21 – მიწის საერთაშორისო დღე.
22 – მსოფლიო წყლის დღე.
23 – მსოფლიო მეტეოროლოგიური დღე.
24 – მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე.
25 – საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე.
26 – გაზაფხულის დღესასწაული (ინდოეთი).
27 – თეატრის საერთაშორისო დღე.
28 – ყინულის დღე (კანადა).
29 – ახალგაზრდობის დღე (ტაივანი).
30 – ჰაიმენ ლიპმენი აპატენტებს ფანქარს ბოლოში მიმაგრებული საშლელით.
31 – ეიფელის კოშკის ინაუგურაციის დღე.


აპრილის თვე

01 – იუმორის დღე (ევროპა), ტყულის დღე (საქართველო).
02 – საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე.
03 – პალმების დღესასწაული (იამაიკა).
04 – პიანინოს ამწყობების საერთაშორისო დღე.
05 – სისუფთავის დღე (ჩინეთი).
06 – ტრამვაის დაბადების დღე (რუსეთი).
07 – ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე.
08 – ბოშების საერთაშორისო დღე.
09 – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე (საქართველო).
10 – წინააღმდეგობის გაწევის საერთაშორისო დღე.
11 – ნაპოლეონის კუნძულ ელბაზე გადასახლების დღე.
12 – კოსმონავტიკის საერთაშორისო დღე.
13 – ლონდონში სტადიონ „უემბლის“ გახსნის დღე.
14 – ქართული ენის დღე.
15 – ევროპული კოსმოსური სააგენტოს შექმნის დღე.
16 – მილიციის დღე (კუბა).
17 – პოლ მაკარტნის პირველი ალბომის გამოსვლის დღე (1970 წ).
18 – ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღე.
19 – ვენესუელის დამოუკიდებლობის დღე.
20 – ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღე.
21 – რომის შექმნის დღე.
22 – დედამიწის დღე.
23 – წიგნის საერთაშორისო დღე.
24 – ახალგაზრდობის სოლიდარობის საერთაშორისო დღე.
25 – შეიქმნა საქართველოს გამომგონებელთა საზოგადოება..
26 – გესტაპოს დაარსების დღე.
27 – მსუქნების დღე.
28 – ჭიანჭველების დღე (კენია).
29 – ცეკვის საერთაშორისო დღე.
30 – მეხანძრეების დღე.


მაისის თვე

01 – მელოტების დღე (ლიხტენშტეინი).
02 – მშობლების საერთაშორისო დღე.
03 – მზის საერთაშორისო დღე, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე.
04 – დაღუპულთა ხსოვნის დღე. (ავღანეთი).
05 – ევროპის დღე.
06 – პოლიციის დღე (საქართველო).
07 – რადიოს დღე (რუსეთი).
08 – წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღე.
09 – დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, აღინიშნება რუსეთში, საქართველოში და ყოფილი სსრ კავშირის სხვა ქვეყნებში.
10 – პომიდვრისთვის ბოსტნეულის სტატუსის მინიჭების დღე (1893წ).
11 – პირველი კონტრაცეპტივი -აბის გამოსვლის დღე (1960წ).
12 – მედდების მსოფლიო დღე.
13 – თბილისის „დინამო“ გახდა ევროპის თასების თასის მფლობელი (1981 წ).
14 – ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა მსოფლიოში პირველი აცრა გააკეთა (1769 წ).
15 – ოჯახის საერთაშორისო დღე.
16 – შიდსის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.
17 – ტელეკომნიკაციების საერთაშორისო დღე.
18 – მუზეუმების საერთაშორისო დღე.
19 – იუდაიზმი - იერუსალიმის დღე.
20 – პირველი ატლასის გამოცემის დღე (1570 წ).
21 – კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე; კოსმოსის საერთაშორისო დღე.
22 – ასტრონომიის საერთაშორისო დღე; ღიპის დღე.
23 – მიკი მაუსის პირველი ხმოვანი მულტფილმი - Karnival Kid - გამოვიდა (1929 წ).
24 – სლავური დამწერლობის დღე.
25 – ფილოლოგების დღე.
26 – გამოიცა პირველი ქართული საფოსტო მარკა (1919 წ).
27 – ბიბლიოთეკების დღე (რუსეთი).
28 – მესაზღვრეების დღე.
29 – გაეროს სამშვიდობო ძალების დღე.
30 – გუბერნატორების დღე (ესპანეთი).
31 – თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე.



ივნისის თვე

01 – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
02 – იტალიის რესპუბლიკის დღე.
03 – დამარილებული თევზის დღე (ნიდერლანდები).
04 – მღებავების დღე.
05 – გარემოს საერთაშორისო დღე.
06 – შვედეთის ნაციონალური დღესასწაული.
07 – ვატიკანის დამოუკიდებლობის დღე.
08 – ლოს-ანჟელესში დაარსდა კინოსტუდია «Universal» (1918წ).
09 – უოლტ დისნეის მულტფილმების სერიალის დონალდ დაკის დებიუტი (1934 წ).
10 – პორტუგალიის ეროვნული დღე.
11 – ამერიკაში პატრულირება დაიწყეს პოლიციის მანქანებმა.
12 – პირველი ციხის აშენების დღე.
13 – იდიოტების დღე (ნორვეგია).
14 – ამერიკის ნაციონალური დროშის დღე.
15 – გულაობის საერთაშორისო დღე.
16 – ყვავების დღე (ინდოეთი).
17 – ბორკილების დაბადების დღე.
18 – სასწრაფო სამსახურების დღე.
19 – ბოთლის დაბადების დღე.
20 – ფეხის გულების დღე (ზიმბაბვე).
21 – ყვავილების საერთაშორისო დღე.
22 – გერმანიამ პირველად ევროპაში შემოიღო პენსია ხანში შესულთათვის (1889 წ).
23 – საერთაშორისო ოლიმპიური დღე.
24 – გამომგონებლების დღე.
25 – Microsoft (კორპორაცია) ჩამოყალიბდა დღევანდელი სახით (1981 წ).
26 – პირველი ველოსიპედის დაპატენტების დღე.
27 – მსოფლიოში პირველი ბანკომატი დამონტაჟდა ენფილდში, ლონდონი (1967 წ).
28 – ტრუსების დაბადების დღე.
29 – განხორციელდა ბოინგის თვითმფრინავის პირველი საცდელი
ფრენა (1916 წ).
30 – სასკოლო ფორმის დაბადების დღე.

image

1
1320
9-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
1320
  
2014, 25 მარტი, 23:31
იხილეთ ნაწილი მეორე : http://intermedia.ge/article/48282/
0 1 1