x
image
worldsport.ge
გოგია ტურში საუკეთესოა

imageგოგია ტურში საუკეთესოაგერმანიის მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერის” შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია ინტერნეტპორტალების liga3-online.de-სა და dfb.de-ს ვერსიით 29-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. განვლილ ტურში, “ჰალეშერმა” შინ “რეგენსბურგს” 4:1 აჯობა და 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. მან 22-ე წუთზე მატჩში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 70-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. liga3-online.de-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში გოგიამ გულშემატკივართა ხმათა 25 პროცენტი დააგროვა, დფბ.დე-ზე კი, მას მხარი ქომაგთა 41 პროცენტმა დაუჭირა. მიმდინარე სეზონში გოგიამ 27 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0