x
image
worldsport.ge
პსჟ პოგბასთვის ბრძოლას განაგრძობს

imageროგორც ჩანს, “პარი სენ ჟერმენს” “იუვენტუსის” ახალგაზრდა ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი. Goal-ის ცნობით, პარიზელები ფრანგი შუახაზელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ.
ბოლო დროს, “იუვენტუსის” წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პოგბა არ იყიდება. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტურინელები 20 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ.
თუ Goal-ს დავუჯერებთ, პსჟ მზადაა პოგბას “იუვენტუსზე” უკეთესი პირობები შესთავაზოს. ტურინელებს კი, ფრანგები ფულსა და ეზეკიელ ლავესის ან ლუკას მოურას სთავაზობენ.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0