x
image
worldsport.ge
რობენი და “ბაიერნი” შეთანხმდნენ

image“ბაიერნის” ჰოლანდიელმა შემტევმა არიენ რობენმა დაადასტურა, რომ ის და მიუნხენური კლუბის წარმომადგენლები ახალი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ.
“ძირითად პუნქტებზე შეთანხმებას მივაღწიეთ. მხოლოდ ფორმალური საკითხებია გადასაწყვეტი. ახლა ბევრი საქმე გვაქვს – თამაშები, ფრენები... ხელშეკრულების გაფორმებას “ჰანოვერთან” მატჩის შემდეგ ვგეგმავთ.” – ციტირებს რობენის სიტყვებს AZ.
არიენ რობენი “ბაიერნში” 2009 წლიდან თამაშობს. მოქმედი კონტრაქტი მას კლუბთან 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0