x
image
worldsport.ge
კასილიასი: “ატლეტიკოს” გულშემატკივარმა კლუბს ავნო და არა რონალდუს”

image“რეალის” კარის დარაჯი იკერ კასილიასი ბოლო მადრიდულ დერბიში მომხდარ ინციდენს კომენტარს უკეთებს და აცხადებს, რომ გულშემატკივარმა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს სანთებელა ესროლა, “ატლეტიკოს” ავნო და არა ფეხბურთელს.
“მომხდარს, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. არიან ადამიანები, რომლებსაც კლუბის იმიჯისთვის ზიანის მიყენება სიამოვნებთ. ამას “ატლეტიკოს” ყველა გულშემატკივარზე არ ვამბობ, მაგრამ ასეთი საქციელი ლამაზი არაა. ამ გულშემატკივარმა ზიანი კლუბს მიაყენა და არა რონალდუს.” – ციტირებს კასილიასის სიტყვებს “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის განმეორებით მატჩში, “რეალმა” “ატლტიკო” 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

1
218
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
218
  
2014, 13 თებერვალი, 18:13
ქალაქს ერთი მეფე ყავს და ეს მადრიდის რეალია,წელს ეს გაცილებით უფრო გამოიკვეთა...ჰალა მადრიდ!
0 1 1