x
image
worldsport.ge
ლაშა დვალი: იჯარით ან ისევ "სკონტოში", ან ბელგიის ერთ-ერთ კლუბში

imageსაქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი ლაშა დვალი კვლავ "რედინგის" 21-წლამდელებში ვარჯიშობს და ორმხრივ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისმა გუნდმა 4:2 მოიგო. სხვათა შორის, დვალი კაპიტანი გახლდათ. ამ შეხვედრაში "რედინგის" 18-წლამდელებიდანაც იყო რამდენიმე ფეხბურთელი და კიდევ, 2 კაცი ძირითადი გუნდიდან – ისინი, რომლებსაც ტრავმის შემდეგ ახალი დაწყებული აქვთ ვარჯიში.
დვალი ჯერ "რედინგის" 21-წლამდელებშია, თუმცა ისევ რომელიმე გუნდში გაანათხოვრებენ ზაფხულამდე: სად გაუშვებენ იჯარით, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. შესაძლოა, ისევ რიგის "სკონტოში" (სადაც გასულ წელს ითამაშა), თუმცა არის ერთ-ერთი ბელგიური კლუბის ვარიანტიც – ეს თავად დვალმა გვითხრა.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0