x
image
worldsport.ge
კუმანი “ფეიენოორდიდან” წასვლაზე ალაპარაკდა

image“ფეიენოორდის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობის დატოვებას აპირებს. 50 წლის სპეციალისტმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მის გეგმებში არ შედის და ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელის ძებნა აქედანვე დაიწყოს.
“აქ მოსვლის პირველივე დღიდან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. ფეხბურთელებთან და კლუბის წევრებთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო იყო ჩემთვის. სამი ფანტასტიური წელი გავატარეთ ერთად, მაგრამ მოვიდა დრო, წასვლაზე დავფიქრდე” – განაცხადა 50 წლის სპეციალისტმა.
ამჟამად “ფეიენოორდი” ჰოლანდიის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ “აიაქსს” 6 ქულით ჩამორჩება.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0