x
image
worldsport.ge
დეფო “ტორონტოში” მიდის

imageლონდონის “ტოტენჰემმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჟერმენ დეფო 28 თებერვალს მათ რიგებში ბოლო მატჩს ჩაატარებს და მარტის დასაწყისში “ტორონტოს” შეუერთდება, რომელთანაც უკვე გააფორმა კონტრაქტი. ტორონტოელები 31 წლის თავდამსხმელში 6 მილიონ გირვანქას გადაიხდიან. მოგეხსენებათ, “ტორონტო” კანადური კლუბია და ამერიკის ლიგაში (MLS) თამაშობს.
“ყველამ იცის თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის “ტოტენჰემი, ” - თქვა დეფომ – აქ რამდენიმე ფანტასტიკური წელი გავატარე შესანიშნავი გულშემატკივრების თვალწინ. კლუბის მადლობელი ვარ, რომ მე და ჩემს ოჯახს საშუალება მოგვცა უცხოეთში 35 წლამდე ვითამაშო. მივდივარ, თუმცა”ტოტენჰემის” ქომაგი ყოველთვის ვიქნები.”
“ტოტენჰემის” მწვრთნელმა ტიმ შერვუდმა კი დასძინა: “ეს ჟერმენისთვის მაღალ დონეზე თამაშის გაგრძელების კარგი შესაძლებლობაა და მან ეს კარგად იცის.”
Dდეფომ ინგლისურ ფეხბურთში 15 წელიწადი გაატარა, მათ შორის 9 “ტოტენჰემში” (2004-2008, 2009-2014). ჯამში დღემდე პრემიერლიგის 379 შეხვედრაში 123 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, შარშან აგვისტოში “ტოტენჰემი” თბილისის “დინამოს” შეხვდა ევროპის ლიგის პლეი ოფში და ორი მატჩის ჯამში 8:0 დაამარცხა (5:0, 3:0). თბილისურ შეხვედრაში დეფოს არ უთამაშია, ლონდონში კი ორი გოლი გაგვიტანა.
“ტორონტოში” დეფო ყოფილი თანაგუნდელის, რაიან ნელსონის ხელმძღვანელობით ითამაშებს.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0