x
image
worldsport.ge
ზიდანი საფრანგეთის ჩემპიონობაზე ალაპარაკდა

imageმსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი ზინედინ ზიდანი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის ნაკრებს ანალოგიური წარმატების მიღწევა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეუძლია. ზიზუს თანამემამულეები მუნდიალზე პლეი ოფის გავლით მოხვდნენ, სადაც უკრაინის ნაკრებს ორი მატჩის ჯამში 3:2 აჯობეს. იქამდე კი ქვეჯგუფში მხოლოდ ესპანეთს ჩამორჩნენ. შეგახსენებთ იმავე ჯგუფში იყო საქართველოს ნაკრებიც.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთი ჯგუფში შვეიცარიასთან, ეკვადორთან და ჰონდურასთან ერთად მოხვდა.
“ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგი შანსი აქვს. ამჟამინდელი შემადგენლობა ძალიან ძლიერ ფეხბურთელებს აერთიანებს, რომლებსაც შედეგისთვის ბრძოლა შეუძლიათ. მჯერა, ფინალური ეტაპის წინ გუნდი საუკეთესო ფორმაში იქნება” – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

1
137
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
137
  
2013, 22 დეკემბერი, 20:08
ზიზუნიიი :* *::***:*:*
0 1 1