x
image
worldsport.ge
როისი ობამეიანგს დუელში იწვევს

imageგერმანიის საუკეთესო სპრინტერმა, იულიან როისმა დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან გაჯიბრების სურვილი გამოთქვა. 25 წლის მძლეოსანი ერთ-ერთი გერმანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ობამეიანგმა ვარჯიშზე 30-მეტრიანი დისტანცია 3, 7 წამში დაფარა. ეს მაჩვენებელი თვით უსეინ ბოლტის სისწრაფესაც კი აღემატება.
“ეს მითია. ობამეიანგი ბოლტზე სწრაფი ვერაფრით იქნება. მინდა მძლეოსნობის პრესტიჟი დავიცვა და ამ ფეხბურთელს სტარტზე ჩემთან ერთად დადგომა შევთავაზო. გპირდებით, 30-მეტრიან დისტანციაზე მას მინიმუმ 1 მეტრით უკან მოვიტოვებ” – განაცხადა როისმა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0