x
image
worldsport.ge
შვაინშტაიგერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

imageმიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის – ბასტიან შვაინშტაიგერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამის შესახებ “რეკორდმაისტერის” ოფიციალური საიტი იუწყება.
“შვაინშტაიგერმა ახლახანს შეგვატყობინა, რომ ოპერაცია კარგად დასრულდა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვფიქრობთ, რომ ბასტიანი მოსალოდნელზე ადრე დაგვიბრუნდება”, - ნათქვამია “ბაიერნის” განცხადებაში.
მოგეხსენებათ, შვაინშტაიგერს ტერფის პრობლემები ზაფხულში დაეწყო და ოპერაციაც გაიკეთა, მაგრამ ამან სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. გერმანელს ქირურგიული ჩარევა განმეორებით დასჭირდა.



ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0