x
image
worldsport.ge
მესი ისევ დაშავდა

imageკატალონიური “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი, დიდი ალბათობით კიდევ რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.
“ბეტისთან” 4:1 მოგებულ შეხვედრაში 26 წლის ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 22 წუთი გაატარა და შეცვლა მოითხოვა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მესის მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. დღეს მას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რა ვადებში მოახერხებს მოედანზე დაბრუნებას. სანაკრებო მატჩების გამო, “ბარსელონა” მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს ჩაატარებს და ამრიგად, ის შესაძლოა კლუბს არც დააკლდეს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0