x
image
worldsport.ge
უელსის ნაკრების ფეხბურთელმა ბაბუას 200 ათასი დოლარი მოაგებინა

imageუელსის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველის ჰარი უილსონის ბაბუამ პიტ ედვარდსმა 200 ათასი დოლარი მოიგო 13 წლის წინ გაკეთებული ფსონის მეშვეობით. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
2000 წელს, ედვარდსმა ფსონი იმაზე გააკეთა, რომ მისი შვილიშვილი ოდესმე უელსის ნაკრების მაისურით ითამაშებს. ამ დროს უილსონი 2 წლის იყო.
მაშინ, ერთ-ერთმა ბრიტანულმა საბუქმეკერო კომპანიამ მიიღო ფსონი, რომლის კოეფიციენტიც 2500 იყო.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელგიასთან დასკვნით მატჩში (1:1) “ლივერპულის” ნახევარმცველი მოედანზე 87-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
სხვათა შორის, უილსონი უელსის ეროვნულ ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი აღმოჩნდა და გარეთ ბეილის რეკორდი გააუმჯობესა. დებიუტის დროს უილსონი 16 წლისა და 207 დღის იყო, ხოლო ბეილი - 16 წლისა და 315 დღის.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
208
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0