x
image
worldsport.ge
მუნდიალი 14-მა ნაკრებმა გაინაღდა

imageმსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე 14 ქვეყნის ნაკრებმა მოიპოვა. შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურის შემდეგ, მუნდიალის საგზური გერმანიამ, ბელგიამ და შვეიცარიამ გაინაღდეს. ადრიანადვე მიაღწიეს საწადელს იტალიამ და ჰოლანდიამ. სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ჯგუფიდან, არგენტინის ნაკრების დარად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა კოლუმბია. აზიიდან საკვალიფიკაციო ეტაპი ირანმა, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და ავსტრალიამ გადალახეს, კონკაკაფის ზონიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კოსტა რიკამ.
ჩამოთვლილი ნაკრებების გარდა მუნდიალზე ბრაზილიაც ითამაშებს – ტურნირის მასპინძელს შესარჩევ ეტაპში მონაწილეობა არ მიუღია.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
219
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0