x
image
t.x.
საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ნაციონალები ვანო მერაბიშვილის საზღვარგარეთ გაყვანას

imageზოგიერთ ქვეყნებში დასაშვებია პატიმრების საზღვარგარეთ წაყვანა, თუ საქმე მათ ჯანმრთელობას ეხება. მაგალითად, უკრანაში, ტიმოშენკოს მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ რადაში კანონის შეცვლაც კი გადაწყვიტეს.

არ არის გამორიცხული, რომ ჯამრთელობის გაუარესების გამო ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილსაც მოუწიოს სამკურნალოდ გამგზავრება. სულ ახლახან მერაბიშვილის ოჯახმა დახმარების თხოვნით მის პირად ექიმს - გრიგოლ ხურციძეს მიმართა. ის ორი სხვა ექიმის თანხლებით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გასიჯეს პაციენტი და კონსულიუმის შედეგად გამოიკვეთა სამი სახის პათოლოგია: იშვიათი ტიპის არითმია, ხერხემლის პრობლემა და წონაში კლება. ექიმის მისვლამდე მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე ჩატარებული ჰქონდა ლაბორატორიული გამოკვლევები. ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს წონის კლება, რამაც 22კგ. შეადგინა ოთხ თვეში. საჭირო გახდა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. ექიმების დასკვნით, როცა ასეთ წონის კლებასთან გვაქვს საქმე, რომელსაც თან ერთვის ხერხემლის პრობლემები, არ არის გამორიცხული, რომ საქმე ეხებოდეს ქრონიკულ ინფექციას - ტუბერკულიოზს. ექიმები არ გამორიცხავენ სიმსივნურ დაავადებებსაც. თუ მერაბიშვილს დაუდგინდება ისეთი სახის სიმსივნე, რომლის ოპერაციაც საქართველოში არ ტარდება, არ არის გამორიცხული მოხდეს მისი საზღვარგარეთ ჰოსპიტალიზაცია.

სხვა მხრივ კი, მიმდინარეობს საუბრები, კერძოდ ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა მუშაობს მერაბიშვილის საზღვარგარეთ გაყვანაზე.

სასჯელაღსრულების სამინისტრო კი აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა და პატიმარი პრაქტიკულად ჯანმრთელია. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ნაციონალები ჩანაფიქრის განხორციელებას?!

0
107
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0