x
image
t.x.
ირაკლი კუტალაძე საქართველოში ჩამოვიდა. რა გეგმები აქვს მას ელენესთან დაკაშირებით
imageნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის ირგვლივ მითქმა-მოთქმა კვლავ არ წყდება. ელენეს დაბადების შემდეგაც ბევრს საუბრობდნენ თუ რას იზამდა ბავშვის მამა. ირაკლი კი ამ ყველაფერზე დუმს. ის ახლო მეგობრებთანაც არ ამხელს თავის სამომავლო გეგმებს. რამდენიმე დღეა ის მეგობრებთან ერთად არ გამოჩენილა ბარში, სადაც ხშირად სტუმრობდა. ერთ-ერთმა მეგობარმა კი გაამხილა, რომ რამდენიმე დღით საქართველოს სტუმრობს.

ნინის მეგობრები ირაკლიზე საერთოდ არ საუბრობენ. იმას კი აღიშნავენ, რომ ძალიან ცუდად მოიქცა. ძალიან აღიზიანებთ საზოგადოების რეაქციაც. ამ ბოლო დროს ხომ ჯერ კიდევ ორსულმა ნინიმ ბევრი რამ გადაიტანა. პატარა ელენე მცხეთაში ნინის ოჯახის აგარაკზე ცხოვრობს. ის ჭირვეული ბავშვი არ გახლავთ, კარგად სძინავს და კარგადაც ჭამს. გოგონას დედასაც ამსგავსებენ და მამასაც. ნინი ბადურაშვილის მტკიცებით, ირაკლი კუტალაძე საკუთარ ქალიშვილს ფოტოებიდან იცნობს და ფიქრობდა, რომ თბილისშიც მალე ჩამოვიდოდა პაწიას გასაცნობად.

ირაკლის მეგობარმა ისიც გაამხილა, რომ მამას გადაწყვეტილი აქვს ბავშვს გვარიც მისცეს და სრული პასუხისმგებლობაც აიღოს.image

ნინი კი პატარა ელენეს უვლის, ამბობს, რომ კარგად მოირგო დედის ამპლუა და ძალიან ბედნიერია.


" დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, დაკავებული ვარ ბავშვის აღზრდით. ალბათ ყველა ქალისთვის და ჩემთვისაც ყველაზე სასიამოვნო შრომა ეს არის".

ნინის სამომავლო გეგმებიც აქვს. მალე გამოვა ახალი ალბომი რომლის ჩაწერაც უკვე დაწყებულია. ნინიმ დედასთან ერთად ახალი სიმღერაც დაწერა, რასაც ალბათ მალე ვიხილავთ.








0
1334
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0