x
image
t.x.
"ბარიგა" ნუკი კოშკელიშვილი, მისი გიჟური დღე და სამომავლო გეგმები

imageხანგძლივი დასვენების შემდეგ ნუკი კოშკელიშვილი ისევ დაგვიბრუნდება ტელეეთერში. ის განახლებულ კომედი არხზე ახალ, იუმორისტულ გადაცემას წაიყვანს. ზაფხული კი საოცარი ჰქონდა, უამრავი შთაბეჭდილებებით დატვირთული. ყველაზე შთამბეჭდავი კი პარიზში მოგზაურობა იყო. ნუკი იქ ორ მეგობარ გოგოსთან ერთად გაფრინდა. პარიზი კი სიყვარულის ქალაქია და გოგონები ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, რადგან იქ ყველას შეყვარებული ჰყავდა. ამიტომ მტკიცედ დაგეგმა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე შეყვარებულს მოიძებნის. მაგრამ ნუკის თავგადასავლები ჯერ კიდევ თვითმფრინავში დაეწყო, რადგან აღმოჩნდა, რომ ტელეფონის გამორთვა დავიწყებოდა და თვითმფრინავს აფრენაში უშლიდა ხელს. ამის გამო "ხულიგანკას" იარლიყიც მიაკერეს და წყლის და საჭმელის გარეშე დატოვეს.

პარიზში მაშინვე გააფრთხილეს ქურდობის თაობაზე, ამიტომაც საბუთებს და საფულეს გულდაგულ მალავდა. ერთ-ერთ მაღაზიაში ღვინოს შედარებით იაფად მიაგნეს და ნუკიმაც ჩანთა ბოთლებით გაივსო (სულ 12 ბოთლი). რადგან საფულე ჩანთაში ბოთლების ქვეშ დამალა, მეტროში მათი ამოლაგება და ფულის ძებნა მოუხდა. ამასობაში თავს პოლიციელი წამოადგა და ბრალად "ბარიგობა" დასდო. შეძრწუნებულ ნუკის იმისი მტკიცება დასჭირდა, რომ ეს ყველა თავისთვის უნდოდა და ალკოჰოლიკი იყო. ამ განმარტებამ გაჭრა და პოლიციელმა როგორც იქნა თავი დაანება. "დილით "ხულიგანკა" ვიყავი, საღამოს "ბარიგა" ვარ", იხსენებს ნუკი თავის პარიზულ თავგადასავალს.

ეს ზაფხულიც გავიდა, ნუკის კი კომედი შოუს ტელეეთერში ველით.image

0
84
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0