საზოგადოება "ბარიგა" ნუკი კოშკელიშვილი, მისი გიჟური დღე და სამომავლო გეგმები 2013, 11 სექტემბერი, 10:44
პარიზში მაშინვე გააფრთხილეს ქურდობის თაობაზე, ამიტომაც საბუთებს და საფულეს გულდაგულ მალავდა. ერთ-ერთ მაღაზიაში ღვინოს შედარებით იაფად მიაგნეს და ნუკიმაც ჩანთა ბოთლებით გაივსო (სულ 12 ბოთლი). რადგან საფულე ჩანთაში ბოთლების ქვეშ დამალა, მეტროში მათი ამოლაგება და ფულის ძებნა მოუხდა. ამასობაში თავს პოლიციელი წამოადგა და ბრალად "ბარიგობა" დასდო. შეძრწუნებულ ნუკის იმისი მტკიცება დასჭირდა, რომ ეს ყველა თავისთვის უნდოდა და ალკოჰოლიკი იყო. ამ განმარტებამ გაჭრა და პოლიციელმა როგორც იქნა თავი დაანება. "დილით "ხულიგანკა" ვიყავი, საღამოს "ბარიგა" ვარ", იხსენებს ნუკი თავის პარიზულ თავგადასავალს. ეს ზაფხულიც გავიდა, ნუკის კი კომედი შოუს ტელეეთერში ველით. 84 6-ს მოსწონს
|