საზოგადოება ნუ ენდობით კაცებს... ტელეფონით 2013, 25 აგვისტო, 11:40 ერთი ბიჭი გავიცანი, 3 თვე ვმესიჯობდით, ყოველ ორ დღეში ერთხელ ტელეფონში ანგარიშზე მირიცხავდა. თავისი თავი რომ აღმიწერა, ძალიან მომეწონა, მოკლედ ჭკუაზე აღარ ვიყავი, მიხაროდა, ჩემი მოსაწონი ბიჭი გამოჩნდა მეთქი. 3 დღის წინ მითხრა შევხვდეთო, - პაემანზე ჩემი დაქალიც წავიყვანე, მანამდე კი სარკის წინ 4 საათი გავატარე. შეხვედრის ადგილზე რომ მივედი, ალენ დელონის მაგივრად მეტრი და ოცი სანტიმეტრის სიმაღლის კაცი დამხვდა. ჩემი სიყვარული წამშივე გაქრა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან განვიცადე, მინდა ჩემი გამოცდილებით სხვა გოგონებს ვურჩიო, კაცებს ნუ ენდობით, განსაკუთრებით ტელეფონით, თორემ, იმედგაცრუება ძალიან ძნელია. 275 9-ს მოსწონს
|