საზოგადოება ქმარი, რომელსაც ძროხისა და გოჭების სუნი ასდის 2012, 9 ნოემბერი, 0:30 რაიონიდან ჩამოსული გოგონები თბილისში გათხოვებაზე ოცნებობენ და გამოსდით კიდეც. მე კი, ვერაზე დაბადებული და გაზრდილი, კახელ ბიჭს გავყევი ცოლად. ჩემთვის ეს რომანტიკა იყო. ფერმა, ეზოში პატარა გოჭები, წიწილები. ორი სამი კვირა სიახლით ვტკბებოდი, ქმარიც გვერდიდან არ მომშორებია. ერთ დღესაც მამათილი შემოგვივარდა - ადექი ბიჭო, რამდენ ხანს უნდა იკოცნავო, ვენახია მოსარწყავიო. ჩემმა ქმარმა მუხლებამდე რეზინის ჩექმები ჩაიცვა და გაჰყვა. რამდენიმე დღეში ფერმაში წასვლა მოუწიათ, 24 ძროხა ჰყავდათ და მამა-შვილი თურმე მორიგეობით რჩებოდა ალაზნის პირას ფერმაში სადარაჯოდ. სამუშაოდან ქმარი ტალახიანი ტანსაცმლით, თმააბურძგნილი, მოუწესრიგებელი ბრუნდებოდა. უკვე მეჩვენებოდა, რომ მას ძროხისა და გოჭების სუნი ასდიოდა. ასეთ ცხოვრებას ვეღარ გავუძელი, თბილისი მომენატრა, სალონი, ბარში ჯდომა, საღამოობით დაქალების სტუმრობა. ქმარი მოვატყუე, ჩავალ, ჩემს ახლობლებს ვნახავ და რამდენიმე დღეში დავბრუნდები მეთქი, თუმცა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სოფელში აღარასდროს არ ჩავიდოდი. შინ დაბრუნება რომ დავაგვიანე, მეუღლემ ჩამომაკითხა, არც კი უჩხუბია, მხოლოდ ის მითხრა, მესმის შენი, მაგრამ მიყვარხარ და დაგელოდებიო. თითქმის ერთი წელი ვებრძოდი თავს. ვიღაც ტიპიც გავიცანი, მასთან მსუბუქი ფლირტიც გავაბი, ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც ჩემს სოფლელ ბიჭზე ვფიქრობდი. მინდა დავურეკო, ვთხოვო, რომ ჩამომაკითხოს და უკან, სახლში დამაბრუნოს. ჯერ ვერაფერი გადავწყვიტე, იქნებ თქვენ მირჩოთ რამე, რომ წავიდე უკან გამოქცევა აღარ დამჭირდება? როგორ ფიქრობთ, ჩვენი სიყვარულის შენარჩუნებას შევძლებთ? 5117 15-ს მოსწონს 1-ს არა
|