x
image
nukrichanturia
როდის დგება ვარცხნილობის შეცვლის დრო

image ცვლილებები ძნელია, მით უმეტეს, როცა საქმე გარეგნობას ეხება. თუმცა ქალის იდუმალება სწორედ მის მრავალფეროვნებაშია. სილამაზისთვის გაღებული მსხვერპლიც სწორედ მუდმივ ცვლილებებსა და რისკს გულისხმობს. ცვლილება, როგორც წესი, ვარცხნილობიდან იწყება, რაც ჩაცმულობის, მანერებისა და მსოფლმხედველობის შეცვლასაც მოითხოვს.

თუ ეს-ესაა თაყვანისმცემელმა მიგატოვათ, სამსახურიდან დაგითხოვეს ან უბრალოდ საუკეთესო მეგობარს ეჩხუბეთ, რაოდენ დიდი სურვილიც უნდა გქონდეთ, მკვეთრი გარეგნული ცვლილებებისგან თავი შეიკავეთ. საქმე ის არის, რომ ვარცხნილობის შერჩევისას ჯანსაღ აზრს ემოციები სძლევს, რასაც შემდეგ მწარედ ინანებთ.

კარგმა ვარცხნილობამ მომგებიანად უნდა წარმოაჩინოს თქვენი სახის ნაკვთები, ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ხასიათსა და ცხოვრების სტილს.

როგორც უნდა მოგწონდეთ ესა თუ ის ვარცხნილობა, გაითვალისწინეთ, სილამაზის სალონიდან გამოსვლის შემდეგ თავად მოგიწევთ მასზე ზრუნვა. თუ შესაბამისი საშუალებები ან დრო არ გაქვთ, ნუ გარისკავთ და პრეტენზიულ ვარცხნილობას ნუ შეარჩევთ. უმჯობესია თმა ისე შეიჭრათ, რომ მისი მოვლა ან დავარცხნა შინაურ პირობებშიც შეძლოთ.image image image




1
255
8-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
255
  
2012, 23 ნოემბერი, 19:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1