საზოგადოება რომელი მეგრული სიტყვა ისწავლა გიგი უგულავამ და რა მდგომარებაში ჩავარდნენ ამ სიტყვის გამგონე მეგრელები 2013, 2 მარტი, 17:46 თბილისში, მთაწმინდაზე გაზრდილი გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტმა 2004 წლის ოქტომბერში სამეგრელოში, ზუგდიდში საცხოვრებლად გაამწესა - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობა უბოძა. თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი ამ პოსტზე დიდი ხანი არ დარჩენილა და იგი მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დანიშნა. ამი შემდეგ გიგის კარიერა როგორ წარიმართა, კარგად მოგეხსენებათ. გიგი უგულავა გუბერნატორად ახალდანიშნული იყო, როცა მეგრელმა ოპონენტებმა მეგრულის არცოდნის გამო გააკრიტიკეს. მისმა მცდელობამ კი - შეესწავლა მშობლიური კუთხის ენა - ამ რეგიონის რამდენიმე თანამდებობის პირს კინაღამ გული გაუხეთქა. გიგიმ მეგრულის შესწავლაში ნიჭი ნამდვილად ვერ გამოავლინა და მხოლოდ ერთი მეგრული სიტყვა ისწავლა - "ორჭოფუნქ", რაც ნიშნავს "დაგაპატიმრებ". ხომ ხდება, რომ ადამიანს სიტყვა ან მელოდია აეკვიატება და მთელი დღე იმას ღიღინებს. გიგი უგულავამ წარმომადგენლობითი თათბირის დროს, უცებ ეს სიტყვა ხმამაღლა თქვა. ეს სიტყვა კონკრეტულად არავისთვის არ უთქვამს, უბრალოდ ყველას გასაგონად ხმამაღლა თქვა. ამის გამგონე იქ დამსწრე მეგრელები ჩოკში ჩავარდნენ, ალბათ იფიქრეს რომ ნიღბიანები შემოვარდებოდნენ და ყველას დააპატიმრებდნენ. როცა მათი შიში საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა, უხერხული სიცილი მორთეს. 172 8-ს მოსწონს
|