x
image
nukrichanturia
შვილებმა მამა ქორწილიდან გაიტაცეს

imageზიმბაბვეს ერთ-ერთი მოქალაქის ქორწილი ნამდვილი სკანდალით დასრულდა. სასიძოს სრულწლოვანმა შვილებმა, რომელთაც არ სურდათ, რომ მათ მამიკოს მეორე ცოლი მოეყვანა, იგი პირდაპირ ქორწილიდან გაიტაცეს.

მაშინ, როცა ქორწილი ეშხში შევიდა, დღესასწაულის ადგილს მანქანა მიუახლოვდა, საიდანაც დანებითა და ნაჯახებით შეიარაღებული სამი მამაკაცი გადმოვიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, დაუპატიჟებელი სტუმრები სიძის შვილები იყვნენ, რომლებიც მას პირველი ცოლისგან შეეძინა. სტუმრების თვალწინ, ახალგაზრდებმა მამა იმაში დაადანაშაულეს, რომ იგი მათი დედის მიმართ ქმრის მოვალეობას არ ასრულებდა, რის გამოც მეორე ცოლის შერთვის უფლება არ ჰქონდა.

ჯერჯერობით უცნობი რჩება, შეძლო თუ არა სიძემ მკაცრი ზედამხედველობის ხელიდან დასხლტომა და ახალგაზრდა მეუღლესთან დაბრუნება.






1
161
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
161
  
2012, 28 ნოემბერი, 9:57
მეასე მნახველი ვარ და მეათე ლაიქია :D
0 1 1