x
image
worldsport.ge
კენი მილერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

imageკენი მილერმა შოტლანდიის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში გამოსვლა დაასრულა. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.
“ვანკუვერ უაითკეპსის” ფორვარდმა ნაკრებში ბოლო მატჩი, რომელიც მისთვის 69-ე აღმოჩნდა, 14 აგვისტოს, “უემბლიზე” ინგლისთან (2:3) ჩაატარა და გოლიც გაიტანა.
საერთო ჯამში, 33 წლის თავდამსხმელმა სანაკრებო კარიერაში მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო.
“გლაზგო რეინჯერსისა” და “სელტიკის” ექსფორვარდი ამ მაჩვენებლით შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0