x
image
worldsport.ge
ალექს ფერგიუსონმა ლორდთა პალატა იუარა

image“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა დამრიგებელმა, ალექს ფერგიუსონმა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში შესვლაზე უარი თქვა. Mirror-ის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სერ ალექსმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ახლახანს მისთვის ოფიციალურად მიუმართავთ, თუმცა “ეშმაკ ფერგის” თავაზიანი უარი უთქვამს – პოლიტიკა არ მაინტერესებსო. ჩვენი ინგლისელი კოლეგები კი აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ფერგიუსონმა, შესაძლოა, იმის გამო მიიღო, რომ მეუღლესთან ერთად უფრო ხშირად ყოფნა სურს.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0