x
image
worldsport.ge
დავით თარგამაძე: “მსაჯობა არცთუ კარგი იყო”

imageმარიუპოლის “ილიჩივეცის” გარემარბის, დავით თარგამაძის აზრით, ხარკოვში ადგილობრივ “მეტალისტთან” წაგებულ (0:2) მატჩში არცთუ კარგი მსაჯობა იყო.
“ხარკოვში თამაში ყოველთვის ძნელია. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი გუნდისთვის. ჩემი აზრით, განვლილ მატჩში არცთუ კარგი მსაჯობა იყო. სამწუხაროდ, შეცდომები ჩვენც დავუშვით. უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში შევცდით და ხარკოველებმა ანგარიში გახსნეს.
ვერ ვიტყვი, რომ “მეტალისტის” წინააღმდეგ ცუდად ვითამაშეთ. ისე ვითამაშეთ, როგორც შეგვეძლო, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა”, – იუწყება თარგამაძის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა ua.championat.com-ი.
ლაშა თაბაგარი


www.worldsport.ge

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0