x
image
t.x.
"საქართველოს ვარსკვლავის" ფინალმა ნუკა გვალიას შვილის დაკარგვის საფრთხე შეუქმნა

imageნუკა გვალია საზოგადოებამ "საქართველოს ვარსკვლავის" საშუალებით გაიცნო. ცნობილი ოჯახის შვილს ამბიციები არ ჰქონია, რითაც უფრო შეაყვარა ყველას თავი. არც განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნობოდა ჟიურის მხრიდან. ყველა ნაბიჯი, თითოეული სიტყვა ნუკას წარმატებაზე დამსახურებული და დიდი შრომით იყო მიღწეული. სწორედაც რომ იმსახურებდა ამ პროექტის ფინალისტობას. ამიტომაც აღიარებდა ჟიური, რომ სამივე გოგონა თანაბრად იყო ღირსი ვარსკვლავობისა. შესაშური იყო მათი მეგობრობაც და ერთმანთის მიმართ კეთილგანწყობაც.

ნუკას ცხოვრებაში ყველაზე რთული და დატვირთული პერიოდი იდგა. სიმღერის კონკურსი, მისაღები გამოცდებისთვის მზადება და ორსულობა. ნამდვილად ძნელია პატარა გოგოსთვის ერთად ამდენი რამის გაძლება, მაგრამ ეს ყველაფერი როდია. მას მერე, რაც წარმატებებს მიაღწია, მისი მისამართით არ წყდებოდა მუქარისა თუ სალანძღავი წერილების წერა, რაც ნუკას განწყობაზე საშინლად აისახებოდა. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ძლიერ იღლებოდა.კონკურსის დასაწყისში კიდევ არა უშავდა, ბოლოს კი, როცა უკვე დაძაბულობამ იმატა, ექიმსაც კი უკვირდა ნუკას გამძლეობა. ამ დროს დიდი საშიშროება იყო ბავშვი დაეკარგა. საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და ნუკა ახლა სრულ სიმშვიდეშია. ცდილობს ცხოვრების რეჟიმი მოიწესრიგოს.

ამ დღეებში კი განსაკუთრებული სიხარული ერგოთ მას და ნიკუშას, რადგან ექოსკოპიაზე თავიანთი პაწიას გულისცემა მოისმინეს. ნუკა აღნიშნავს, რომ ამ ემოციის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ბავშვის სქესი ჯერ უცნობია, თუმცა მომავალი დედიკო კიკინებიან გოგონაზე ოცნებობს. ჯანმრთელობა და დიდი სიყვარული ვუსურვოთ ამ პატარა, წარმატებულ ქალბატონს.

2
311
9-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
311
  
2013, 19 ივლისი, 12:06
ბოდიში მაგრამ ლუდს და სიგარეტს რომ ერთდროულად "იყრის პირში", ეს უფრო საზიანოა,ტანზე უამრავ ტატუს რომ იკეთებ ეს უფრო საფრთხეა,ვიდრე ის დახარჯული ენერგია სცენაზე და თუნდაც ცუდი დამოკიდებულება საზოგადოების ნაწილის ცუდი განწყობა,დარწმუნებული ვარ ეს ამ გოგოს მაგრად კიდია...
2013, 18 ივლისი, 21:24
მევასება ეს გოგო..გიჟი და გადარეულია და ეგაა მაგარი...ამ ცხოვრებაში ყველა ასეთი უნდა იყოს:))):P
0 1 2