x
image
t.x.
გიორგი ვარდოსანიძეს სიყვარული კვლავ ეწვია

imageგიორგი ვარდოსანიძე ქართული საზოგადოებისთვის კარგადაა ნაცნობი თავისი სამსახიობო კარიერით. განსაკუთრებული პოპულარობა და ხალხის სიყვარული კი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" დროს მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ აქ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. მაშინ გიორგის მიმართ ინტერესის ბუმი პიკს აღწევდა. თაყვანისმცემელ გოგონებსაც ხომ ვერ დათვლიდით, თუმცა თვითონ გვაოცებდა თავისი შეუდარებელი ერთგულებით. მაშინ გიორგის რომანი ჰქონდა მსახიობ თამთა შალამბერიძესთან. სულ მალე კი მათ ურთიერთობას წერტილი დაესვა. დაშორების მიზეზებზე არცერთს არ უსაუბრია. სულ ახლახან კი თამთას შემცვლელი გამოუძებნა. მისი ახალი რჩეული მომღერალი ნინი ცნობილაძეა. ნინი თურმე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გიორგის გულშემატკივრობდა. არც გიორგი დარჩენია ვალში და "ახალ ხმაში" მისი თაყვანისმცემელი იყო. ეს ისე, სანამ ერთმანეთს არ იცნობდნენ. ერთ-ერთ საღამოზე კი როცა ერთად მოხვდნენ, ორივემ იგრძნო კეთილგანწყობა, რაც დღემდე გრძელდება.

ნინის დიდი სურვილი აქვს პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მოგვევლინოს, გიორგის სახით კი კარგი ჭკუის დამრიგებელი ჰყავს. გიორგიც უწონებს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა აფრთხილებს იმ სირთულეებზე რაც ნინის წინ ელოდება და ხუმრობს, რომ თვითონ ამ პროექტში იმდენი დაიკლო, ნინისაც ასე რომ დაემართოს მისგან მხოლოდ თმები თუ დარჩებაო.

რაც შეეხება მათ გრძნობას, დიდი იმედი აქვთ, რომ მთელი ცხოვრება გასტანს. იგივეს იმედოვნებდა გიორგი თამთასთან ურთიერთობისას, მაგრამ ამაოდ...

3
916
11-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
916
  
2013, 24 ივლისი, 1:01
დაკვირვებით უნდა წაგეკითხა ეს სტატია.. ისინი წერდნენ, რომ ახლახანს დამეგობრდნენ და იმედოვნებენ რომ ეს ურთიერთობა და მეგობრობა დიდხანს გასტანს..არც ერთი სიტყვა არ ყოფილა სიყვარულზე და მხოლოდ რაღაც ინტრიგული სათაურიდან მთლიანად უაზროო და მცდარი აზრი არ უნდა გამოიტანოთ.. : )) ხალხის შეცდომაში შეყვანა, ჭორები და ინტრიგა : )) თქვენ ამით ფულს აკეთებთ : ))
2013, 19 ივლისი, 12:32
არანაირად არ მომწონს ეს გოგო :|||
0 1 3