x
image
t.x.
ჯოლი-პიტის ტყუპების იუბილე(+15 ულამაზესი ფოტო)
imageგუშინ 12 ივლისს, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ნამდვილი შვილები, ტყუპები - ნოკსი და ვივიენ ჯოლი-პიტები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ტყუპები 5 წლისები გახდნენ.

და-ძმა ჯერ კიდევ დაბადებიდან მოექცა პრესის ყურადღების ცენტრში. ისინი, ისევე როგორც მათი და შაილო, მაშინვე მოხვდნენ ჟურნალების ყდებზე. უფრო სწორედ ორი ჟურნალის ყდაზე, რითაც მაშინვე გამოიმუშავეს 14 მილიონი დოლარი. მთელი ეს თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა, ხოლო მსოფლიოს საშუალება მიეცა დამტკბარიყო პოპულარული ვარსკვლავური ოჯახის ფოტოების ცქერით.

თავისი მცირე ასაკის მიუხედავად, ვივიენ და ნოკს ჯოლი-პიტებმა უკვე დაიწყეს თავისი სამსახიობო კარიერა. გასულ წელს თავის ოსკაროსან დედიკოსთან, ენჯისთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფილმში - "მალეფისენტა". ფილმი არის ეკრანიზაცია ზღაპრისა - "მძინარე მზეთუნახავი". ანჯელინას მასში ბოროტი ჯადოქრის როლი ერგო, ხოლო მისმა ულამაზესმა პატარამ ითამაშა პრინცესა ავრორას როლი (რა თქმა უნდა ბავშვობაში).

ენჯი და ბრედი საოცარი მშობლები არიან ისინი ყველა ბავშვისთვის თანაბრად ანაწილებენ დროს. არცერთი მათგანი არ რჩებათ ყურადღების გარეშე. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ბავშვებთან. ამას მოწმობს ისიც, რომ ენჯიმ სულ რამდენიმე დღის წინ ჰავაის კუნძულებზე თან ორი უფროსი ვაჟი წაიყვანა. სანამ ის მუშაობდა, ბავშვები ტალღებში ნებივრობდნენ.


ჯოლი-პიტების ოჯახი კვლავ გვატკბობს თავისი ულამაზესი ფოტოებით, გთავაზობთ მათ:imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage











4
169
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
169
  
2013, 13 ივლისი, 12:50
3 თეთრიც ხომ ფულია ??:D:D:D შენს მილიონებს 3 თეთრი რომ აკლდეს აბა რა იქნება???
2013, 13 ივლისი, 12:49
რად გინდა, იწვალებ, წაიკითხავს 16 ან 24 კაცი. ან იშოვი 3 თეთრს, ან ვერაფერს...
2013, 13 ივლისი, 12:47
რა საყვარელი ხარ?მაგარი ფოტოები შეგირჩევია.
0 1 4