x
image
t.x.
რატომ გამოიჭრა ყელი ციხეში ლიკა ყაზბეგის მეუღლემ და რა კომენტარებს აკეთებს ამაზე თვით ლიკა

imageლიკა ყაზბეგს საზოგადოების ყურადღება არასდროს ჰკლებია, მაგრამ წელს უკვე მეორედ მოექცა განსაკუთრებულად ცხელ წერტილში. პირველად ჯერ კიდევ თებერვალში, როცა მან გათხოვება გადაწყვიტა და თანაც ბედი პატიმარს დაუკავშირა. მეორედ კი ახლა, როცა "კვირის ქრონიკის" ჟურნალისტის ცნობებზე დაყრდნობით მთელი საქართველოს საზოგადოება ალაპარაკდა. საქმე კი მის ქმარს, გიორგი ჯელიძეს, მეტსახელად "ჩუქჩას" ეხება. როგორც ამბობენ მან ციხეში ყელი გამოიჭრა. ყელის გამოჭრის მიზეზი კი მერვე განყოფილების უფროსის მოადგილესთან კონფლიქტი სახელდება. რა სახის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, ამაზე არაფერია ცნობილი. ის კი უტყუარი ფაქტია, რომ უკვე მესამე თვეა გიორგი ციხის საავადმყოფოშია, რასაც თვით ლიკაც ადასტურებს. ინფორმაციას ყელის გამოჭრის თაობაზე კი უარყოფს და ამბობს, რომ ეს არის ოჯახის მტრების მიერ გავრცელებული მორიგი ტყუილი. ასევე გვეუბნება, რომ გიორგის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მუდმივად აქვს მასთან კონტაქტი. image

ლიკამ და გიორგიმ ვალენტინობის დღეს, რუსთავის მეთექვსმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოაწერეს ხელი. ისინი ჯერ კიდევ გიორგის დაპატიმრებამდე იცნობდნენ ერთმანეთს. მათი ერთ-ერთი მეჯვარე კი ლალი მოროშკინა იყო. თუ ლალი მოროშკინას დავუჯერებთ, გიორგი "ოქროს ბიჭია"-ასე განაცხადა მან ქორწილის დღეებში. ლიკა კი გიორგიზე ამბობდა, რომ ის გამორჩეული ვაჟკაცი იყო, უკვე დიდი ხანი იცნობდნენ ერთმანეთს და პატიმრობა მათ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლიდა.

ჩვენ კი მშვიდი ცხოვრება და ერთად ყოფნა ვუსურვოთ წყვილს.


0
389
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0