x
image
t.x.
ირაკლი კუტალაძე ძველ შეყვარებულს დაუბრუნდა. საინტერესოა რომელმა დაანგრია ოჯახი?
imageუკვე რამდენი დღეა მთელი საქართველო ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის ოჯახზე ლაპარაკობს. როგორც ვიცით, ნინი უკვე რამდენიმე თვეა თბილისში ცხოვრობს, თუმცა ირაკლისთან დაშორებაზე სიტყვაც არ დაუძრავს. დუმილი ირაკლიმ დაარღვია. მისი თქმით ნინი თავად გამოიქცა თბილისში და ქმარი მიატოვა. ამაზე ირაკლი ასე გვიყვება: "ამ ყველაფერის მიზეზი მარტივია: მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები".

ნინი ამაზეც დუმს და "ფეისბუქის" გვერდზე აცხადებს: "ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი"–ო. ამით ნინის ალბათ იმის დამტკიცება უნდა, რომ ყველანაირი ჭორების მიუხედავად მაინც მშვიდადაა. მისი ბებია ქალბატონი ლალი კი ყვება, რომ ირაკლის საერთოდ არ ეცალა ნინისთვის. ის მთელი დღეები მარტო იჯდა სახლში უცხო ქალაქში. ნინი ძალიან გულდაწყვეტილი იყო და ოჯახის წევრებთანაც არ ლაპარაკობდა განშორების მიზეზებზე.

ნინის მეგობრები აღშფოთებულნი არიან ირაკლის საქციელით და გამუდმებით აკრიტიკებენ მას. სანდო წყაროს თქმით კი ირაკლი ძველ შეყვარებულს შეურიგდა. გოგონაზე მხოლოდ ის იციან, რომ რუსეთში მცხოვრები ებრაელია. ნინი და მისი ოჯახი კი ამაზეც დუმს.

მათი მეჯვარე ქეთა თოფურიაც ამბობს, რომ მართალია არ ერეოდა წყვილის ოჯახურ საქმეებში, მაგრამ იგრძნობოდა რომ ირაკლის ნინი აღარ უყვარდა.


საინტერესოა, რა არის მათი დაშორების ნამდვილი მიზეზი, ნინის ამბიციები და საქართველოში დაბრუნება თუ ირაკლის ღალატი?

ალბათ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ნინი კი მართლაც იმსახურებდა ტკბილ, წყნარ ოჯახს.

4
880
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
880
  
2013, 10 ივლისი, 15:27
რასაც თვითონ ამბობენ მაგას ვშიფრავ და საერთოდ,მოსაბეზრებელია ამდენი სტატიები დეტალებში ამ წყვილის მიმართ.
2013, 8 ივლისი, 20:16
ცეტაცეტა შენ რა იცი რომ მართლა ამის გამო დაშორდა/??? იქნებ ის კაცი იყო დამნაშავე? ნინიზე რატო იწმინდავთ ხელებს? ნინი ნუ გეშინია მთელი საქართველო შენს გვერდით არის! ყველა ნამდვილი ქალი!
2013, 4 ივლისი, 20:49
მეც რუსეტში გავთხოვდი და ჩემებისგან შორს ვარ,მეც მიწევს ხშირად დღისით მარტო ყოფნა,მაგრამ ამიტომ ქმარს ხო არ უნდა დავშორდე.
2013, 3 ივლისი, 21:25
გაიხარე.
0 1 4