x
image
worldsport.ge
გალიარდო: “ბეილი უკვე “რეალის” ფეხბურთელია”

imageფიფას ცნობილმა აგენტმა ფრანსუა გალიარდომ ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ მადრიდის “რეალმა” უელსელი გარეთ ბეილი “ტოტენჰემისგან” უკვე შეიძინა და ტრანსფერში 90 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ამ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ გააოფიციალურებს, რაც “სამეფო კლუბს” ახალი მთავარი მწვრთნელი დაენიშნება.
“ტრანსფერის ყველა დეტალი ამ კვირაში მოგვარდა, მაგრამ “რეალის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ჯერ მთავარი მწვრთნელი წარადგინოს და მხოლოდ შემდეგ გამოაცხადოს ბეილის შესახებ. არადა უელსელი უკვე “რეალის” ფეხბურთელია”, – განაცხადა გალიარდომ.


www.worldsport.ge

1
209
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
209
  
2013, 8 ივნისი, 14:58
წინასწარ ვერაფერს იტყვი,იმედია გაამართლებს ....ზიზუს ვენდობი :)
0 1 1