ფრანგი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის აზრით, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში, მიუნხენის “ბაიერნისა” და “ბარსელონას” წყვილში ფავორიტი არ არსებობს.
“ჩვენს დაპირისპირებაში ფავორიტი არ არსებობს. ორი საუცხოო გუნდის მატჩები შედგება, რომელთაც შეტევა და გატანა უყვართ. “ბარსელონას” შეუძლია გაგვცდეს, მაგრამ იგივე ალბათობით, ჩვენც შეგვიძლია კატალონიელები ტურნირიდან გამოვთიშოთ. მესი? რა თქმა უნდა, ბოლო 4-5 წელიწადია, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და საუცხოო თამაშს აჩვენებს. თუმცა, კარგი ფეხბურთელები ჩვენც გვყავს”, - იუწყება რიბერის სიტყვებს გერმანული პრესა.
www.worldsport.ge