მომღერალი, ვის ცალად ნახვასაც უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ, მოხვდა პაპარაცების ობიექტივში, მაგრამ მარტო კი არა, არამედ კავკასიური გარეგნობის წარმოსადეგ მამაკაცთან ერთად. ჟურნალისტი მაშინვე დაუკავშირდა თვითონ მომღერალს, რომლისგანაც ასეთი პასუხი მიიღო: მისი თანმხლები იყო მშენებლების ოსტატი("პრარაბი"), რომელიც მის ბინაში რემონტს აკეთებდა. ნუთუ მხოლოდ ასეა?! პაპარაცის სურათზე მომღერალი გადაღებულია ისეთ დროს, როცა დიასახლისი და მისი ოსტატი მიდიან სამშენებლო მასალების შესაძენად. მაგრამ სურათი გადაღებულია კამერგერსკის შესახვევში - დედაქალაქის გლამურული ცხოვრების მექაში: აქ მხოლოდ კაფეები, რესტორნები, ბარები და ფუფუნების საგნების მაღაზიებია. ეს წყვილი რომ მხოლოდ დამკვეთი და მშენებელი ყოფილიყო, არ დაუწყებდა თითოეულ გამვლელს ყურებას. ივლიდნენ ერთად თამამად-დასამალი ხომ არაფერია. კრასნოპროლეტარების ქუჩის ელიტარული მაღლობის მეზობლებმა იცნეს სურათზე აღბეჭდილი მამაკაცი და "ექსპრეს გაზეტის" კორესპონდენტს გაუმხილეს, რომ ამ ოსტატს რეგულარულად ხედავენ ვარსკვლავის სახლიდან გამოსულს. ჟურნალისტს სახლის მცველებმაც მოუთხრეს, რომ საღამოობით ხშირად ხედავენ ამ წყვილს მარტოს, ან თამარის დედასთან ერთად. გამოარკვიეს, რომ თამარ გვერდწითელის თანმხლები მამაკაცი არის ნოვრუზ მამედოვი. ის 53 წლისაა და ნამდვილად მშენებელია. მაგრამ ის უბრალო მშენებელი არ გეგონოთ, ნოვრუზ მამედოვი ხაბაროვსკის მსხვილი ბიზნესმენია. ის ნამდვილი ოლიგარქია. ხაბაროვსკში 13 ბაზრიდან 12 მას ეკუთვნის. ასევე 2 სასტუმრო, გაზეთი და სამკერვალო ფაბრიკა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნოვრუზს ჰყავს ცოლი.